ამ მოდულში ჩვენ დავასრულეთ მუშაოგა პროექტის გეგმაზე, და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების პუნქტი, ასევე მოვამზადეთ პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეთათვის.
Sunday, November 30, 2014
Thursday, November 27, 2014
მოდული 6
ამ მოდულში ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე. შევავსეთ პროექტის გეგმის სხვადასხვა პუნქტი: შეფასების გეგმა, შეფასების მოკლე მონახაზი, საბაზისო უნარ–ჩვევები, სასწავლო პროცედურები, საწავლო თემისთვის საჭირო მასალები, ბეჭდვითი მასალები, ინვენტარი.
Thursday, November 20, 2014
მოდული 5
ამ მოდულში შევისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, ბლოგზე დავამატეთ პრეზენტაციები, გაჯეტის საშუალებით დავამატე ახალი ფურცლები, შემდეგ ჩვენს სახელმძღვანელოში წავიკითხე მოსწავლის პროექტის შეფასების კრიტერიუმები, ამის შემდეგ თავად შევქმენი საკუთარი პროექტისთვის მოსწავლის პროექტის შეფასების კრიტერიუმები. ეს ახალი ინფორმაცია გადფავიტანეთ დრაივში.
Sunday, November 16, 2014
მოდული 4
ამ მოდულში გავეცანით მოსწავლეების მიერ შექმნილ პრეზენტაციებს, ინტარნეტში, გოგლიში მოვნახეთ სურათები და შევქმენით მოსწავლის ნამუშევრები არჩევით ზოგმა პრეზენტაცია სლაიდშოუთი, ზოგმა ბუკლეტი. ახალი ინფორმაცია გადავიტანეთ იმეილის დრაივ დისკზე.
Thursday, November 13, 2014
მოდული 3
მესამე მოდულში შევისწავლეთ ტექსტის ფორმისა და დიზაინის შეცვლა. ტექსტის დასათაურებები, ფერების ჩასხმა. ვისწავლეთ სლაიდის მაკეტის საშუალებით როგორ დავამატოთ გაჯეტები: პროექტებით სწავლება, ჩემ შესახებ, ბლოგის სტუმრები, ბლოგის არქივი, ინფორმაცია სტუმრების შესახებ.. ვიმუშავეთ სურათის დადებაზე.
ამის შემდეგ შევქმენით საავტორო უფლებების შაბლონები და ეს ინფორმაცია გადავიტანეთ იმეილის ფოსტის დისკზე.
Sunday, November 9, 2014
მოდული2
მესამე დღეს დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება. შევავსეთ მიმართულების მიმცემი კითხვების ზოლამდე. შემდეგ ტრენერმა შეგვავსებინა ზოგადად პროექტის გაცნობის საპრეზენტაციო სლაიდები. პროექტის გეგმის შევსებისასა დაგვჭირდა საგნობრივი სტანდარტი, რომელიც გამოვიყენეთ ჩვენი პროექტი მიზნებზე მოსარგებად. შევავსეთ მიზნების ზოლი,. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რაც დაგვეხმარა ჩვენი პროექტისთვის საჭირო მიმართულების მიმცემი კითხვების დაწერაში. ასევე განვიხილეთ, თუ რის მიხედვით უნდა შევაფასოთ მოსწავლეები და წავიკითხეთ შეფასრების რუბრიკები.
Thursday, November 6, 2014
მოდული1
პირველ მოდულში გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს ინტელი, რომელიც შედგებოდა 8 მოდულისგან. ტრენერმა აგვიხსნა პროექტებით სწავლების მნიშვნელობა, ამ ტრენინგის მიზნები.ვისაუბრეთ წიგნის შიგთავსზე: მის შინაარსზე, რესურსებზე. ვახსენეთ ის, რომ ამ წიგნის საშუალებით გავეცანით სხვადასხვა თემაზე დაწერილ პროექტის გეგმებს. მოსწავლეების დაწერილ პროექტებს. ვისწავლეთ, როგორ იგეგმება პროექტი მისი იდეის ჩასახვის მომენტიდან.
პირველ დღესვე შევქმენით 7 საქაღალდე, რომლებშც მოვაგროვებდით მასალას ჩვენი პროექტისთვის. მაგ., პროექტის გეგმის შაბლონი. 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები და ა. შ. გავეცანით ჩვენი გეგმის შეფასების რუბრიკებს. ამავე დროს შევქმენით ბლოგი.
პირველ დღესვე შევქმენით 7 საქაღალდე, რომლებშც მოვაგროვებდით მასალას ჩვენი პროექტისთვის. მაგ., პროექტის გეგმის შაბლონი. 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები და ა. შ. გავეცანით ჩვენი გეგმის შეფასების რუბრიკებს. ამავე დროს შევქმენით ბლოგი.
Subscribe to:
Posts (Atom)